„ალექსანდრე კვიტაშვილის ბედს მალე ეკა ზღულაძეც გაიზიარებს“
ალესანდრე კვიტაშვილის ბედს მალე ეკა ზღულაძეც გაიზიარებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც მამრაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა გაიგო, რომ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან უშვებდნენ და მოვლენებს დაასწრო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ კვიტაშვილმა ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმა ვერ ჩაატარა.
„სააკაშვილმა გაიგო, რომ კვიტაშვილს უშვებდნენ და მოვლენებს დაასწრო.უკრაინაში სააკაშვილის ავანტურა თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული. მან ასევე დაიწყო მოქმედება ძალისმიერი და უკანონო მოქმედებებთ,როგორც საქართველოში 2004 წელს. უკანონოდ ჩატარებული ღონისძიებები ყოველთვის უარეს შედეგს იძლევა. ამაში ჩვენ დავრწმუნდით და ახლა უკრაინელები დარწმუნდებიან.
შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალა იხმარონ, მაგრამ ის იყოს უკანონო. დავუკვირდეთ, სააკაშვილი მოქმედებს იმ მეთოდებით, რომლის ბერკეტები თვით პოროშენკოსაც არ გააჩნია. უკრაინაში პრეზიდენტს არ გააჩნია უფლება, თავის ჭკუაზე მართოს ქვეყანა, მინისტრთა კაბინეტს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი იაცენუკი არ არის პოროშენკოს მორჩილი კაცი. მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ამ პირობებში მოლოდინი იმისა, რომ სააკაშვილი თავისი გუნდით თუნდაც პიარისთვის რეფორმებს ჩაატარებს, არის ილუზია.
კვიტაშვილს ახლოს, პირადად ვიცნობ, ის ჯანდაცვის სისტემაში არანაირ რეფორმას არ ატარებდა, მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ჰქონდა. ის ერთი დღეც არ ყოფილა რეალურად ჯანდაცვის მინისტრი, ეს ყველამ იცოდა. მაგ სფეროს თავიდან ბოლომდე კურირებდა ბენდუქიძე და შესაბამისად – უშიშროებაც. როდესაც კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორად გადაიყვანეს, მეამბოხე სტუდენტები მეუბნებოდნენ,-ჩვენ რექტორთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ შიგნით უზის უშიშროების კაცი, რომელიც არის ფაქტობრივი მმართველიო. იქ კვიტაშვილი არაფერს წყვეტდა, აი, ასეთი ადამიანი გაუშვეს უკრაინაში,რათა იქ რეფორმები ჩაეტარებინა. სწორედ მის ხელში განადგურდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ასეთი ბედი ელის ეკა ზღულაძესაც, რომელიც საქართველოში ვანო მერაბიშვილის ბრძანებებს ასრულებდა,ის ყოველთვიურად 50 ათას ლარს იღებდა პრემიის სახით“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.