საქართველოსა და თურქმენეთს შორის 7 ხელშეკრულება გაფორმდა (ვიდეო)

საქართველოსა და თურქმენეთს შორის 7 ხელშეკრულება გაფორმდა. თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს საქართველოსა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და თურქმენეთის ფინანსთა სამინისტროს შორის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თურქმენეთის განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ. ასევე გაფორმდა დოკუმენტები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ავლაბრის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები