ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ბათუმში იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზით ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ჩამოვიდა. პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სასტუმრო „ჰილტონში“ მე-12 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზება ბათუმში. ვფიქრობთ, ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება ნაყოფიერი კონფერენცია“, – განაცხადეს აჭარის მთავრობაში. ბულგარეთის პრეზიდენტი, აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. როსენ პლევნელიევი 13:00 საათზე ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს დაესწრება. ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი დღეს დასრულდება.