„დღეს მომხდარ ტრაგედიაზე, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს“
„დღეს მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც ვეფხვი ერთ მამაკაცს თავს დაესხა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს“, – განცხადება ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძემ გააკეთა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახს. ჩენ ვართ ერთი გუნდი, ყველა წარმატება, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ეს ყველაფერი მთლიან გუნდზე ნაწილდება. როდესაც შეცდომა მოგვდის, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა, ესეც ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მტაცებელი ცხოველი ლიკვიდირებულია. მთავარმა პროკურატურამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე, რის შედეგადაც ოთარ ხუციშვილი გარდაიცვალა, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო. პროკურატურა იმის დასადგენად იმუშავებს, ჰქონდა თუ არა რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას.