საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროპის კარიპჭის მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, როსენ პლევნელიევმა საქართველოს პრეზიდენტს ინტეგრაციისა, და რიგისა და უელსის სამიტის გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრეს. საუბრისას ხაზი ასევე გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრისას მხარეებმა ასევე საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები განიხილეს. ბულგარეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა.

11541167_997260043652173_1039819198_n

10358087_997260056985505_1359250563_n

11354901_997260070318837_1996271982_n

11356262_997260050318839_399254971_n

11356271_997260053652172_1175428693_n

11418224_997260066985504_265236247_n

11418243_997260060318838_578487859_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები