საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბულგარეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის როსენ პლევნელიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინა, ხოლო როსენ პლევნელიევმა საქართველოს პრეზიდენტს ბულგარეთის დელეგაციის წევრები გააცნო.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. დღესვე, საქართველოსა და ბულგარეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ბულგარეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები