ძველ თბილისში „ხრუშჩოვკებს“ დაანგრევენ
საკრებულოსა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების საერთაშორისო სავაჭრო საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას და ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს.
მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს ხელი. პროექტი დაწყებამდე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს. არაბეთის გაერთიანებული ემირატების საერთაშორისო სავაჭრო საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელი, თბილისის განვითარებისთვის ექვსას მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ხელისუფლება პროექტს მხარს დაუჭერს, საინვესტიციო მხარე თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ნაცვლად ახალი საცხოვრებლის კორპუსების აგების ვალდებულებას აიღებს.