როდის გამოიდარებს საქართველოში?

  დღეს მთელს საქართველოში იწვიმებს – ამის შესახებ პორტალ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან ითოვებს. ღამით საქართველოს უმეტეს რაიონში ასევე ნალექია მოსალოდნელი – ბარში წვიმის, ხოლო მაღალ მთაში თოვლის სახით.
„ხვალ იგივე ამინდი დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველს ზოგიერთ რაიონში, ასევე თბილისშიც დღისით წვიმა შეწყდება, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, 20 /25 მეტრი წამში. 13 მარტს დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იგივე ამინდი შენარჩუნდება. ამის შემდეგ ნალექების ინტენსივობა ეტაპობრივად შეწყდება. საქართველოში 15 მარტიდან გამოიდარებს“,- განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები