EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს მადლობას უხდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის წარმატებით ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბანკის პრეზიდენტისგან, სერ სუმა ჩაკრაბარტისგან მადლობის წერილი მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილი ფინანსთა მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ დღეს ოფიციალურად გადასცა.
„თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მსურდა მადლიერება გამომეხატა თქვენდამი და თქვენი წარმატებული გუნდის მიმართ, მრავალი თვის განმავლობაში გაწეული დაუღალავი სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. 2015 წელს ჩვენმა წლიურმა შეხვედრამ საუკეთესო შესაძლებლობა მისცა ღონისძიების მონაწილეებს, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ეკონომიკური კლიმატის შესახებ განსაკუთრებით კი საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ მისი მონაწილეები. ეს არის თქვენი ძლიერი და შემოქმედებითი გუნდის მუშაობის შედეგი. თქვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად გაართვეს თავი უდიდეს დატვირთვას და გამოწვევას, როგორც ღონისძიების მომზადების, ასევე მისი მსვლელობის პერიოდში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ საერთო მიღწევით, რომელიც ვიცი, კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის,“ – აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის წერილში.
ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტს და ბანკის რეგიონალურ დირექტორს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.

3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები