პრემიერი: აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა
საქართველო აზერბაიჯანს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად და მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო. „აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.