მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების პირობები დაასახელა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში დაასახელა პირობები, რომლის შემთხვევაშიც საქართველოში მისი დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

„მე დაველოდები საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საქართველოში წელიწადნახევარში გაიმართება. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ მე მას ვჭირდები. მე ვიცი, როგორ გამოიყურება, როდესაც ასიათასობით ადამიანს ქუჩაში ვერ აჩერებენ, როდესაც პოლიციელები დემონსტრანტებს ყვავილებს ჩუქნიან“, – ამბობს სააკაშვილი. მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობას მოუნდება, რომ ის დაბრუნდეს საქართველოიში, ის აუცილებლად დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები