პრობლემები ციხებში – ზურაბ ადეიშვილის აღიარება

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურა ადეიშვილი სამი წლის შემდეგ, ე.წ. „ციხის სკანდალურ კადრებზე“ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში აღნიშნა, ეს იყო ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა.

„კადრები იყო ძალიან მძიმე, ამ კადრებმა დაადასტურა, ის რომ ციხეში იყო ძალიან სერიოზული პრობლემები. სერიოზული პრობლემები იყო სისტემური. მე არ გავაკეთებ იმაზე კომენტარს, რომ შეიძლება ნაწილი ამ კადრებისა შეიძლება ყოფილიყო დადგმული. მიუხედავად იმისა, რომ თავისთვად ეს ფაქტი, რომ ნაწილი ამ კადრებისა შეიძლებოდა დადგმული ყოფილიყო, მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა და ეს იყო სერიოზული პრობლემა, რაც ასეთი რამის გაკეთება დაუსჯელად ამ მასშტაბებით იყო ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე, უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს. ევროპასა და ამერიკაში ამ ფაქტებთან დაკავშირებით, მიიღეს სერიოზული გადაწყვეტილებები თავის დროზე, როდესაც მათ დანერგეს საზოგადოებრივი ზემოქმედების  მექანიზმები, გამჭვირვალეობა შემოიტანეს ციხეში. ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ, ასეთი ეფექტური მექანიზმები საქართველოში ვერ შეიქმნა. სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი სისტემური პრობლემა ციხეებში“, – განაცხადა ზურა ადეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებამ ე.წ. „ციხის სკანდალური კადრები“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, სექტემბერში იხილა, რასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი. მაშინ ხალხი პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოვიდა და რუსთაველის გამზირი გადაკეტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები