კახა კალაძე: თუ სამინისტროები პრემიების გაცემაზე უარს იტყვიან, დიდი თანხა დაგროვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი სამინისტროები პრემიების გაცემაზე უარს იტყვიან, საერთო ჯამში, დიდი თანხა დაგროვდება.
„ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება თანხები დაიზოგოს, თუნდაც პრემიების გაცემაზე. იცით, რომ კვარტალში ერთხელ ყველა სამინისტროს აქვს კანონით უფლება, თანამშრომელზე გასცეს პრემია. ჩვენ თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, რა თქმა უნდა, ეს ყველა სამინისტროს თანხები რომ დაითვალოს, საერთო ჯამში, ძალიან დიდ თანხაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები