თეა წულუკიანი ირაკლი ალასანიას პასუხობს
“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერება მოსამართლეებთან გარიგებას ადასტურებს, არ იზიარებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილება საკანონდებლო ცვლილებების შეჩერების შესახებ იუსტიციის სამინისტრომ და მინისტრმა თავად მიიღო.
“მე არ ვიცი, რა ტიპის სპეკულაციებზეა საუბარი და ვერანაირ საქმეს ვერ ვხედავ კაბელების საქმესთან. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავისი სხვისი, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნას დავეთანხმო და ეს არის ვენეციის კომისიის შენიშვნა. რაკი ქალბატონ ნინოსაც ეს მოთხოვნა ჰქონდა, დავასრულებინოთ თავმჯდომარეებს თავიანთი უფლებემოსილების ვადა და შემდეგ მოხდეს ახალი თავმჯდომარეების არჩევა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცვლილება, სასამართლოების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ 25-ვე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდებოდა.