შსს-ს ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია ეწვია

“საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. შს სამინისტრო ცნობით, შეხვედრები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებთან გაიმართება. ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, რომ ექსპერტებმა აღნიშნული სამსახურების შესაძლებლობები და საჭიროებები გამოავლინონ, რაც მომავალში მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს. ვიზიტის დასკვნითი სესია 13 მარტს ჩატარდება, რომელზეც მხარეები შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის პროგრამაზე შეთანხმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები