ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების 220 ავტომობილს შეიძენს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო – სამედიცინო დახმარების 220 ავტომობილის შეძენას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ორი ტენდერი გამოაცხადა. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საშუალებებით აღჭურვილ 86 ავტომობილში 4 042 000 ლარის გადახდას აპირებს, 134 ავტომობილი კი მაღალი გამავლობის, ორხიდიანი უნდა იყოს და მათში სამინისტრო 6 164 000 ლარის გადახდას გეგმავს. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომობილები ახალი, 2012-2014 წლებში გამოშვებული უნდა იყოს.