ბესელია სააკაშვილის დანიშვნას “ჩამოლაბორანტებას” უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას “ჩამოლაბორანტებად” აფასებს. “ღიმილისმომგვრელია, ასეთი სისწრაფით განიცდის დისკვალიფიკაციას და თანამდებობრივ ჩამოლაბორანტებას სააკაშვილი პრეზიდენტობიდან ერთი მხარის კონკრეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამდე. არ მიკვირს, რომ მისი ყოფნა უკრაინაში წარუმატებელი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანვე, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზეც გააკეთა კომენტარი.
“საქართველოს მოქალაქეობა თუ ამად უღირდა, ეს მისი და იმ ქვეყნის არჩევანია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს მხოლოდ კომიკური სურათის შემქმნელია”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები