დავით კერესელიძე: სააკაშვილის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება წარმოუდგენელია
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია. “მე კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რაც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სუვერენული გადაწყვეტილებისა, რასაც უკრაინის ხელისუფლება იღებს და ეს არის მათი სუვერენული უფლება, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელიცაა და არც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ვინაიდან, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან, იმ მეგობრული, პარტნიორული ტრადიციული ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვს. არანაირმა სხვანაირმა ან რაღაც გადაწყვეტილებებმა არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე”, – განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა.