თამარ ბერუჩაშვილი: უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ
ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ – საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მდგომარეობის შესახებ მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა უწყების შესაბამისი არ არის.
„ დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს, მართლაც, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა დღეს ამ უწყების შესაბამისი არ არის. რეალურად ალბათ, გადაწყვეტილება მისაღებია, ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.