თინა ხიდაშელმა ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი სამხედროების საჩუქარი გადასცა
31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დროშა გამოუგზავნეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედროების საჩუქარი მთავრობის მეთაურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საჩუქრის მიღება მისთვის დიდი პატივია. დროშას პრემიერი საკუთარ კაბინეტში განათავსებს.