პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია – აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ დღეს დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით.
ამ ნორმებისთვის ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში უნდა შევიდეს. აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ჩათვალოს დამნაშავედ და მასზე უნდა იზრუნოს.
„სახელმწიფო უნდა მივიდეს ამ ეტაპამდე, რომ საერთოდ ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ჩათვალოს დამნაშავედ, უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე. სხვა მეთოდებით შეიძლება იძულებითი მკურნალობა, იყოს ეს მეთოდი, მაგრამ არა ამ ადამიანების ციხეში ჩასმა. მე მიმაჩნია,რომ გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა ამ მიმართულებით საჭიროა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები