გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობა დაეცვა და შეექმნა წარმატებული, სტაბილური და დამოუკიდებელი სახელმწიფო.
“დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ თქვენი ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას. ღრმად მწამს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენ გავხდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების მოწმენი მომავალში. ჩვენს ქვეყნებს შორის, მჭიდრო ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელიც მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.