„ვალდებულებებს, რაც აგრარულ საკითხთა კომიტეტს აქვს, დასახული მომავალში წარმატებით გავაგრძელებ“

აგრარულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მუშაობას საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებით გააგრძელებს.
„პირველი დღიდან ვასრულებ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ფუნქციას, შესაბამისად, ჩემთვის ნათელია ის პრობლემები, ის ვალდებულებები, რაც დასახული აქვს აგრარულ საკითხთა კომიტეტს და ვფიქრობ, რომ მომავალში წარმატებით გავაგრძელებ მუშაობს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა. აღნიშნული პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები