„ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ოდიოზურ ფიგურებს შორის დაპირისპირებაა, ხდება გადაჯგუფება, ვინ ვისთან და როგორ“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვება, ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

როგორც ვეკუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მათმა 4 წარმომადგენელმა დატოვა, თუმცა ისინი აბსოლუტურად არ ემიჯნებიან მათი პარტიის 9-წლიან საქმიანობას და „გაერთიანებული დემოკრატები“ სულ ვამბობდით, რომ ეს პროცესი დაიწყებოდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ოდიოზურ ფიგურებს, მათ ლიდერებს შორის არის შიდა დაპირისპირება, აქედან გამომდინარე, ხდება გადაჯგუფება, ვინ ვისთან და როგორ. ეს რაღაც გარიგებების ტოლფასი იყო“,- განაცხადა ზაზა ვეკუამ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ოთხმა წევრმა: ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები