ლევან ბერძენიშვილი: როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემი ძმის ლობისტი არ ვყოფილვარ
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემი ძმის ლობისტი არ ვყოფილვარ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილის დასახელება კონსულტაციების შედეგად მოხდა. ,,როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემი ძმის ლობისტი არ ვყოფილვარ. გადაწყვეტილება ძალიან მშვიდ და საქმიან ვითარებაში მივიღეთ. კარგი შეთანხმება მივიღეთ და ეს საკითხი ძალიან მალე გამოჩნდება არა მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეების, არამედ მათი პირველი მოადგილეების სახით. კოალიციაში “რესპუბლიკელებმა” პასუხისმგებლობა ავიღეთ, როცა ორი წარმატებული კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობაში მივავლინეთ. ლევანის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის შეუტანია. ზვიად კვაჭანტირაძე ძალიან კვალიფიციური ადამიანია და მას სერიოზული ფუნქციები აქვს, ის არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მუდმივი წევრი და ვფიქრობ, რომ ეს ბოლო მწვერვალი არ არის კვაჭანტირაძის ამ პარლამენტში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა.