მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღება ძალიან სასიამოვნო იყო

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღება ძალიან სასიამოვნო იყო – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა.

კითხვაზე, პრეზიდენტის ჟესტს რაიმე სხვა პოლიტიკური დატვირთვა ხომ არ ჰქონდა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ასე არ ჰგონია.

“რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა პრეზიდენტის საჩუქარი. ძალიან კარგი და სიმბოლური იყო, რომ 26 მაისს კონსტიტუცია მივიღეთ საჩუქრად, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სასიამოვნო საჩუქარია, მექნება კონსტიტუციის ძალიან ლამაზი გამოცემა”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები