ეკა ბესელია: „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დიდი ხნით ადრე დაიწყო
ამ პარტიის რეალური დაშლის პროცესი დიდი ხნით ადრე დაიწყო,- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია“, ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს. ბესელია ამ პროცესს „არითმეტიკულ ცვლილებას“ უწოდებს და “ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„ეს პოლიტიკური ძალა და მათთან ერთად მყოფი პოლიტიკური ლიდერები მუდმივად გაინაწილებენ იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რასაც ეს პოლიტიკური ძალა ატარებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა: გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.