გოგა ხაჩიძე პარლამენტში გააქტიურებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები პარლამენტში აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებენ და ფრაქციის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს გოგა ხაჩიძემ განუცხადა. . „პარლამენტში ვიქნებით ძალიან აქტიურები. რაღა თქმა უნდა, ვეცდებით შესაბამის ადამიანებთან და დეპუტატებთან ერთად ფრაქციის შექმნას“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს.
განცხადებაში, რომელშიც ისინი პარტიის დატოვების მიზეზებს განმარტავენ, აღნიშნულია, რომ გეგმავენ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ასევე, მათი მტკიცებით, აპირებენ ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის.