დეპუტატის მწვავე გამოსვლა: ქართველთა სისხლით გაბრუებული სააკაშვილი… (ვიდეო)
2011 წლის 26 მაისს კი რუსთაველზე შავი სუდარა ეფინა, რომელზეც სისხლიანი თვალებით, ვამპირული კმაყოფილებით, ქართველთა სისხლით გაბრუებული სააკაშვილი და მისი ბანდა აღლუმს იღებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სერგო კოპალიანმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კარლო კოპალიანმა განაცხადა, “26 მაისი ის დღეა, რომელმაც აავსო მოთმინების ფიალა და ხალხმა 1 ოქტომბერს პანღური ამოსდო ნაცხროვას და მისი ლიდერიანად პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა“.
კოპალიანი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი ქართული ღირებულებების ამოძირკვაა. „ის 2011 წლის 26 მაისი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. გუშინ რუსთაველზე დიდი ზეიმი იყო, ხალხი, მართლაც, ბედნიერად ულოცავდა ამ დღეს ერთმანეთს. მათ, მართლაც, იგრძნეს თავი თავისუფლად. 2011 წლის 26 მაისს კი რუსთაველზე შავი სუდარა ეფინა, რომელზეც სისხლიანი თვალებით, ვამპირული კმაყოფილებით, ქართველთა სისხლით გაბრუებული სააკაშვილი და მისი ბანდა აღლუმს იღებდა. ვერ იყო ხასიათზე ლიდერი, რამეთუ საპატიო და სტუმართათვის განკუთვნილი ფიცარნაგები თითქმის ცარიელი იყო.
უარი განცხადა „სუხიშვილების“ ანსამბლმაც ქართველების სისხლით მორწყულ რუსთაველზე, რომელსაც, მიუხედავად საგულდაგულოდ გარეცხვისა, მაინც ქართველთა სისხლის სუნი ასდიოდა, ეცეკვათ. ვერ იყო ხასითზე, რამეთუ გრძნობდა მისი კარიერის დასასრულს და იმას, რომ მალე მოეკითხებოდა და ქართველი ხალხი, არა მისი საყვარელი პუტინი, დაჰკიდებდა ერთი ადგილით.
26 მაისი ის დღეა, რომელმაც აავსო მოთმინების ფიალა და ხალხმა 1 ოქტომბერს პანღური ამოსდო ნაცხროვას და მისი ლიდერიანად პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა. მაგრამ არა, ისინი მაინც ბოგინობენ, ყელყელაობენ, ბედავენ, ოპოზიციონერობას იბრალებენ, თითს გვიქნევენ, ჭკუას გვარიგებენ. თქვენი ოპოზიციონერობა, ეს იგივეა მეძავმა ქალს პატიოსნება დაუწუნოს, ქმართან რატომ წვებიო. ოპოზიცია მმართველ ძალაზე უფრო სუფთა და პატიოსანი უნდა იყოთ. თქვენ კი დამნაშავეთა პარტია ხართ, თუ სექტა, არ ვიცი, რომლისთვისაც უცხოა ადამიანობა, ქართველობა თავმოყვარეობა პატიოსნება, ღირსება, პატრიოტიზმი, რწმენა,თქვენთვის მთავარია ყოველივე ქართულის ამოძირკვა, თქვენ გსიამოვნებთ წამება და ჩაგვრა “, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.