ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალებს” სარკასტული განცხადებით მიმართა
„ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ქვეყანაში წარღვნაა და თითქოს ისინი კიდობანში სხედან.
ამის შესახებ მან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მანვე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გააკრიტიკა. „ნაციონალები“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის სახით მტრედიც მოფრინდება და მას ნისკარტში ჩადებული ექნება ზეთისხილის რტო“, – დასძინა ქანთარიამ.