ნოდარ ხადური: დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს ბევრი გაჰყვება
დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალიტებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
“ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მართავს, არის პროევროპული. ჩვენი ორიენტაცია ევროპაა და ეს არა მარტო სიტყვით, არამდე საქმითაც დავამტკიცეთ, რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ 4 ადამიანს, მათ ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით “, – განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.