კობა ნარჩემაშვილის პროგნოზები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
შს ყოფილი მინისტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. კობა ნარჩემაშვილი ეჭვობს, რომ მომავალ არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ ბარიერსაც კი ვერ გადალახავს.
„მე პირადად მეეჭვება, რომ 2016 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობამ“ ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს! თუკი ხელისუფლება მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულობასა და კომპეტენტურობას გამოამჟღავნებს, თუკი საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც უფრო ხარისხიანად იმუშავებს, მაშინ „ნაციონალებს“ არც არეულობისა და დესტაბილიზაციის შექმნის საბაბი მიეცემათ, თუმცა, ამის მცდელობა მუდმივად ექნებათ, მითუმეტეს, რომ „რუსთავი 2“ მათ განკარგულებაშია და გამუდმებით აპოკალიფსურ სურათს ხატავს. მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა და ამ ხელისუფლების მიმართაც კრიტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესმე „ნაციონალების“ მხარდამჭერი გავხდები!“ – ამბობს კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში კობა ნარჩემაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ შესახებაც საუბრობს. მას მიაჩნია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სრულ გამარჯვებას იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ კოალიციას სათავეში კვლავ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება.
„ 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას და საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება! თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ძალიან მაღალი ალბათობით, 2016 წელს ჩვენ სხვდადასხვა პოლიტიკური ძალებისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობა გვეყოლება! “ – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.