ნიკოლაი სვანიძე – საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს და ევროკავშირის წევრები
ცნობილი ჟურნალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლაი სვანიძე აცხადებს, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით დააფრთხო თავისი მეზობელი სახელმწიფოები. რომლებიც ახლა ნატოში და ევროკავშირში აქტიურად მიისწრაფვიან. ეს განცხადება სვანიძემ რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.
„ყირიმის მიერთების შემდეგ რუსეთმა ძალიან დიდი ხნით გაიფუჭა ურთიერთობა უკრიანასთან. რაც შეეხება საქართველოს, მასთან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, რომელსაც მოსკოვი დიალოგის მთავარ შემაფერხებელს უწოდებდა, გარკვეული პერიოდით ურთიერთობები გაუმჯობესდა და ნორმალიზაციის ტენდენციები გამოჩნდა. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში შეიძლება ითქვას, „პრორუსული ძალები“ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. მაგრამ ყირიმთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენების შემდეგ, საქართველომ კვლავ გაააქტიურა კონტაქტები ნატოსა და ევროკავშირთან, ხოლო რუსეთს, როგორც საქართველო, ასევე ჩვენი სხვა მეზობლები ეჭვის თვალით უყურებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“ და იქ მიღებული რეზოლუციები ყირიმთან, საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივების შესახებ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა სერიოზულ იზოლაციაშია დღეს რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინას, მე ვფიქრობ, რომე ეს ქვეყნები ადრე თუ გვიან ნატოს წევრები გახდებიან და ეს, სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთის „დამსახურება“ იქნება”, – განაცხადა სვანიძემ.