რიგის სამიტის მონაწილეები საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევას მხარს უჭერენ
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემდეგ მიღებულ დღევანდელ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევას მხარს უჭერენ.
სამიტის მონაწილეები ასევე ეთანხმებიან ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო ფორუმებში.
“2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მთლიანად შესრულების აუცილებლობის შეხსენებით, სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევას საქართველოში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანათავმჯდომარეობის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების მეშვეობით. სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს, როგორც ინკლუზიური ორგანიზაციის, მნიშვნელობას რეგიონში კონფლიქტის გადაწყვეტაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.