ეკა ბესელია: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მაღალი შეფასებები გააკეთა

დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებით, ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მაღალი შეფასებები გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართ ნათლად ითქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევი და შეუქცევადი პროცესია.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირმა თავისი მაღალი შეფასებები გააკეთა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართ ნათლად ითქვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევი და შეუქცევადი პროცესია. ვიზა-ლიბერალიზაციის ბოლო ეტაპს, ბოლო ფაზას ასევე კარგად გავივლით და მაღალ შეფასებას მივიღებთ, როგორც წინა ყველა ფაზის შემთხვევაში და საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას“, – განაცხადა ბესელიამ.

ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები