ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში ორი კვირა იმუშავებს. ამ პერიოდში, მისიის წევრები მუშაობას გააგრძელებენ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან, ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები