დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა

დემურ დიასამიძემ, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებამდე, ის ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს თანამშრომლებს გააცნო. აღნიშნულ საკითხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დემურ დიასამიძე მისი გუნდის წევრია. არჩილ ხაბაძე დიასამიძის დაწინაურებასაც არ გამორიცხავს. დემურ დიასამიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ერთი წლის წინ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები