საქართველო-ავსტრიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოსა და ავსტრიის მთავრობებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ჰაინც ფიშერი დაესწრნენ.