დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

როგორც “კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შედეგად დაბა ასპინძაში მცხოვრებ 600 ოჯახს გაუუმჯობესდება როგორც წყლის გრაფიკი, ასევე წყლის ხარისხი. მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ვლადიმერ ლაზარიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად დაბა ასპინძის 600-მდე ოჯახს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა ასპინძაში მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. ასპინძის მოსახლეობას ამჟამად ზოგიერთ უბანზე 2-3- საათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი, ხოლო ზოგიერთზე 10-საათიანი გრაფიკით, პროექტის განხორციელების შედეგად კი 16-24 საათიან რეჟიმში მიიღებენ მაღალი ხარისხის სასმელ წყალს. პროექტის ფარგლებში მოხდება 100 მ³ მოცულობის არსებული რეზერვუარის გადახურვა, შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენი ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 1150 მეტრი მილსადენი. ასევე მოხდება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა /რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2,768 მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები