ოთარ დანელია: ჩათვალეთ, რომ მე და ჩემი კოლეგა მინისტრები ოჯახში არ ვართ და ყველა ვართ სამსახურში
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დეპუტატების ზაქარია ქუცნაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიის აღების აკრძალვას გულისხმობს.
დანელია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების პრემიებთან დაკავშირებით დაბალანსებული შუალედი უნდა იყოს მოძებნილი.
როგორც დანელიამ აღნიშნა, პირადად მას პრემია არ აუღია. “სამწუხაროდ, მე ამ განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებს ჰქონდეთ ის მინიმალური სტანდარტები, რაც აუცილებელია. მე და ჩემი ყველა კოლეგა მინისტრები, პრაქტიკულად, ჩათვალეთ, რომ ოჯახში არავინ არ ვართ და ყველა ვართ სამსახურში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაბამისად დაფასდეს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დაბალანსებული შუალედი უნდა იყოს მოძებნილი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.