ნოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფლების მოვალეობაა, რომ კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანოს
მე, რომ ვიცოდე, ჩემს სფეროში არის კორუფცია, თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებ ურთიერთობას? – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მოვალეობაა, რომ კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანოს.
„ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ რასაკვირველია, ხელისუფლებაში კორუფცია არ არსებობს. მე ვიცოდე, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია, თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებ ურთიერთობას?! ჩვენ იმ კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ კორუფცია მოუსპობი დაავადებაა. ყველა ქვეყანაში ყოველთვის არის და იქნება, იმიტომ, რომ ეშმაკი არ კვდება. ხელისუფლების მოვალეობაა, რომ კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანოს, თორემ მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.