რუსული მედია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ მარგველაშვილის სიტყვებზე ყურადღებას ამახვილებს

რუსული მედია-საშუალებები საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის იმ სიტყვებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს. მარგველაშვილმა ეს განცხადება ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, აკრძალვითი ღონისძიებები – არის „პოლიტიკური მესიჯი რუსული პოლიტიკის მიუღებლობის შესახებ, რომელიც უნდა არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ გაძლიერდეს“.

„სანქციების ერთადერთი მიზანია უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ასევე ის ყირიმის ოკუპაციის მიუღებლობით არის ნაკარნახევი“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა აირჩია არა რუსეთთან მტრობისთვის, არამედ საკუთარი განვითარებისთვის. რუსეთი, კი, მისი თქმით, სტაბილურ დემოკრატიულ მეზობლებში დაინტერესებული უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები