რას აცხადებს ბესიკ ხარძიანის მეუღლე სავარაუდო მკვლელის ფოტოსთან დაკავშირებით

მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, ხარძიანის სავარაუდო მკვლელია ასახული, კომენტარს ვერ აკეთებს.

როგორც ნონიკაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, 28 მარტს ბესო ხარძიანის მკვლელობის მომენტში ზემოდან, აივნიდან მკვლელს მხოლოდ ჩაფხუტი დაუნახა, შესაბამისად, ვერ დაადასტურებს, რომ აღნიშნულ ფოტოზე ასახული პიროვნება მისი მეუღლის მკვლელია.1431929117204390

„რაც მესამე სართულის აივნიდან დავინახე, იყო ის, რომ მკვლელი გამოვარდა სადარბაზოდან, თავზე ჩაფხუტი ეფარა, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, არის თუ არა ფოტოზე ასახული პიროვნება მკვლელი“,- განუცხადა “კვირას“ ეკა ნონიკაშვილმა. გაზეთ “ასავალ – დასავალმა ” გუშინდელ ნომერში გარე კამერების მიერ გადაღებული კადრი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ფოტოზე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის სავარაუდო მკვლელია ასახული. სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ინფორმაცია “კავკასიურ-იბერიული გამგეობის” მოსკოვის ფილიალის თავმჯდომარემ ზაზა გაბედავამ მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები