„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გაააქტიუროს ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ისე ავსტრიასთან ორმხრივ ფორმატში“
დღეს საქართველოში მიმდინარეობს საინტერესო პროცესები და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გაააქტიუროს ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ისე ავსტრიასთან ორმხრივ ფორმატში – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ავსტრია არის მნიშვნელოვანი ჰაბი, ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიო ბაზარზე ბევრი მიმართულებით, ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას”,- აღნიშნა ჰაინც ფიშერმა.