ცოტნე დადიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ასლფატ-ბეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები ცოტნე დადიანის ქუჩაზე ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი 800 მმ რკინა-ბეტონის მილებით.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი საფეხმავლო ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაც. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1.6 მილიონი ლარია, ივნისის დასაწყისში დასრულდება. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გზის საფარი მთლიანად განახლდება 19.000 მ2 ფართობის გზაზე. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შპს „ძამა“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები