დავით უსუფაშვილი დღეს მალტას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს მალტას ეწვევა, საიდანაც ქართული დელეგაციის ვიზიტი ესპანეთში გაგრძელდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთში სტუმრობა უკვე დაასრულა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართა.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ნატოს 2016 წლის სამიტისგან საქართველოს მოლოდინზე ისაუბრა.
ასამბლეამ გუშინ დეკლარაცია მიიღო, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს არსებითი პაკეტის შესრულების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
უნგრეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ნატოს რეზიდენტი 4 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრით დასრულდა. დავით უსუფაშვილი მონტენეგროელ, მაკედონიელ და ბოსნიელ კოლეგებს შეხვდა.