ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ავსტრიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები