სავალუტო ფონდი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლას პროგნოზირებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება.
ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში 4.7%-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა, 2016 წლისათვის მოსალოდნელია 3 პროცენტამდე მატება.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში წელს ინფლაციის ზრდა 1-დან 7 პროცენტამდეა მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა, შედეგად თურქმენეთში და აზერბაიჯანში 2015 წლის დასაწყისში ვალუტებმა დევალვაცია განიცადა. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს საერთაშორისო რეზერვების დასაცავად და ფულადი გზავნილების შიდა სავალუტო ღირებულების მხარდასაჭერად“.
იმისათვის, რომ ინფლაცია არ გაღრმავდეს, შესაძლოა, საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეგიონში, ღრმა სტრუქტურული რეფორმები კი განსაკუთრებით ბიზნესკლიმატის გაძლიერების მიზნით, გაზრდის პერსპექტივას და ეკონომიკური ზრდას უფრო ინკლუზიურს და დივერსიფიცირებულს გახდის“,-აღნიშნულია ანგარიშში.