გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
2015 წელს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვის სამინისტრომ საგზაო რუკა შეიმუშავა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევს წარმოადგენს.