დავით უსუფაშვილი: საქართველოს სჭირდება ნატო და ნატოს სჭირდება საქართველო

 

საქართველოს სჭირდება ნატო და ნატოს სჭირდება საქართველო. ჩვენ ამ თვალსაზრისით სათხოვარი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ ნატოს არანაკლებს ვთავაზობთ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული მდებარეობით, ნატოსთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა.

„ყოველთვის ყველაფერი ისე ჩქარა არ ხდება, როგორც ჩვენ ეს გვინდა. მთავარია, ასეთი ღონისძიებიდან ჩვენ მივიღოთ მაქსიმუმი შესაძლებელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმუმი მივიღოთ, რადგან ეს არის ერთადერთი ეფექტური გზა და საშუალება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სჭირდება ნატო და ნატოს სჭირდება საქართველო. ჩვენ ამ თვალსაზრისით სათხოვარი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ ნატოს არანაკლებს ვთავაზობთ. არამხოლოდ ჩვენი მონაწილეობით სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, არამედ, ზოგადად საქრათველო, როგორც ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები